სამართლებრივი და საგადასახადო გზამკვლევი შემოქმედებით ინდუსტრიებში

დასაწყისი:

20 მაისი

ხანგრძლივობა:

16 საათი

განრიგი:

სამშაბათი და ხუთშაბათი
19:30-21:30

ფასი:

600 ლარი

კურსის მიზანია მონაწილეებს გააცნოს შემოქმედებითი ინდუსტრიის სფეროში მოქმედი მცირე მეწარმების, ფიზიკური პირებისა და სხვა ტიპის ორგანიზაციების საკანონმდებლო შეღავათები და რისკები, რომლებიც აუცილებელია მათი საქმიანობის ოპტიმალური მართვისთვის, კანონმდებლობის სწორად გამოყენებისა და ფინანსური სტრატეგიების ეფექტურად შემუშავებისთვის. კურსი ასევე ორიენტირებულია იმ პროცედურების გაცნობაზე, რომლებიც მეწარმეებს საშუალებას მისცემს, მაქსიმალურად გამოიყენონ საგადასახადო შეღავათები და წარმატებით განავითარონ თავიანთი საქმიანობა. პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ მასალას, ასევე პრაქტიკულ დავალებებს, რაც მსმენელებს დაეხმარება დამოუკიდებლად განახორციელონ ბუღალტრული და ფინანსური ოპერაციები

მსმენელების კატეგორია – სტარტაპერები, მეწარმეები და მცირე ბიზნესის წარმომადგენლები, ბუღალტრები, ფინანსური კონსულტანტები, არასამეწარმეო იურიდიული პირები და ფიზიკური პირები

სწავლების ფორმა – საღამოს დასწრებით კურსები ჰიბრიდულ რეჟიმში

მეთოდოლოგია – თეორია, ლიტერატურა, პრაქტიკული სამუშაოები, დისკუსია

ტრენერი – თამარ ბარბაქაძე, The USAID Middle Corridor Transportation and Logistics Program – Finance Manager

სილაბუსი

ლექცია 1

თეორია – მეწარმეობის საწყისები

  • ბიზნესის რეგისტრაცია, მეწარმეთა უფლებები, გადახდის მოქნილობა, ლიცენზიები და ნებართვები
  • ბიზნესის ორგანიზაციურ სამართლებრივი ფორმა

პრაქტიკული სამუშაო

ტესტი

ლექცია 2 

თეორია – საქართველოში არსებული გადასახადები

  • საგადასახადო სისტემის მიმოხილვა
  • გადასახადის განაკვეთები და გადახდის პირობები
  • სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები სტარტაპერებისთვის

პრაქტიკული სამუშაო 

  • დაბეგვრის მოდელების აღქმა და მაგალითები, ტესტები

ლექცია 3

თეორია – სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი

  • მცირე/მიკრო მეწარმის სტატუსის მინიჭება
  • მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრა, გადასახადის განაკვეთი და დაბეგვრის წესი
  • საგადასახადო ვალდებულებები

პრაქტიკული სამუშაო

  • ტესტი

ლექცია 4

თეორია – სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები და რისკები (II)

  • შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა
  • მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმება და მარაგების აღრიცხვა
  • საგადასახადო რეფორმები 2025

პრაქტიკული სამუშაო

  •    ტესტი

ლექცია 5

თეორია – საგადასახადო შემოწმება, სანქციები და RS.GE-ზე საგადასახადო ბარათის მიმოხილვა

  • საგადასახადო შემოწმების სახეები
  • საგადასახადო ვალდებულებები და სანქციები
  • RS.GE – საგადასახადო პირადი ბარათი

პრაქტიკული სამუშაო

  • შემთხვევის ანალიზი და საკითხების განხილვა

ლექცია 6

თეორია – საგადასახადო დეკლარაციები

  • დეკლარაციის შევსების პროცედურა, როცა მცირე მეწარმე არ არის დღგ-ს გადამხდელი
  • დეკლარაციის შევსების ინსტრუქცია, როდესაც მცირე მეწარმე არის დღგ-ს გადამხდელი
  • წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცია
  • მოგების დეკლარაცია
  • ვიდეო ინსტრუქციების გამოყენება

პრაქტიკული სამუშაო

  • დეკლარაციის შევსების პრაქტიკული მაგალითები

ლექცია 7

თეორია – ფინანსური რეპორტების აწყობა

    • მოგება-ზარალის ანგარიშგება
    • ბალანსი
  • ბიუჯეტირების საწყისები

პრაქტიკული სამუშაო

  • რეპორტების შევსების პრაქტიკული მაგალითები

ლექცია 8

თეორია – ბიზნეს გეგმა

    • ბიზნეს გეგმის ელემენტები
    • ფინანსური სტრუქტურა
  • რეკომენდაციები

პრაქტიკული სამუშაო

  • პრაქტიკული დავალება, ტესტი

სერტიფიკატი

პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებულს გადაეცემა კეტტარი აკადემიის სერტიფიკატი

კურსზე რეგისტრაცია: