შემოქმედებითი პროექტების მენეჯმენტი

დასაწყისი:

9 ივლისი

ხანგრძლივობა:

1 თვე
ჰიბრიდული ფორმატი

განრიგი:

სამშაბათი-პარასკევი, 19:30-21:30

ფასი:

500 ლარი

კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროში პროექტების განხორციელბისათვის და ეფექტურად მართვისათვის საჭირო ცოდნა და უნარები. კურსის განმავლობაში განხილული იქნება:

  • პროექტის მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრის ტექნიკები;
  • პროექტის სამოქმედო გეგმისა და დროის გრაფიკის შექმნა;
  • შემოქმედებითი გუნდის შეკრება და მართვა;
  • ბიუჯეტის შედგენა და რესურსების ეფექტურად გადანაწილება;
  • რისკების შეფასება და კრიზისული სიტუაციების მართვა.

კურსის ბოლოს სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ შემოქმედებითი პროექტების მენეჯმენტის მყარი გაგება და შეეძლოთ ამ უნარების გამოყენება შემოქმედებით ინდუსტრიაში.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებულს გადაეცემა კეტტარი აკადემიის სერტიფიკატი.

კურსზე რეგისტრაცია:

სილაბუსი

თეორია – შესავალი შემოქმედებითი პროექტების მენეჯმენტში

•⁠  ⁠პრობლემის იდენტიფიცირება;
•⁠  ⁠⁠პრობლემის მოგვარების გზების შემუშავება;
•⁠  ⁠⁠პროექტის დაგეგმვა;
•⁠  ⁠⁠მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა;
•⁠  ⁠კონცეფციის შედგენა;

პრაქტიკული სამუშაო – პროექტის შეთავაზების მომზადება

თეორია – პროექტის გუნდი

•⁠  ⁠დროის განრიგის/სამოქმედო გეგმის გაწერა;
•⁠  ⁠⁠გუნდის ფორმირება;
•⁠  ⁠⁠გუნდის წევრების უფლება-მოვალეობების განსაზღვრა;

პრაქტიკული სამუშაო – შემთხვევის განხილვა

თეორია – ბიუჯეტირება

•⁠  ⁠ბიუჯეტის შედგენა და რისკების განსაზღვრა;
•⁠  ⁠⁠ბაზრის კვლევა;
•⁠  ⁠⁠რესურსების გადანაწილება;

პრაქტიკული სამუშაო

თეორია – პარტნიორები

•⁠  ⁠პროექტის, წარმდგენი ორგანიზაციის/ფიზიკური პირის პორტფოლიოს შექმნა;
•⁠  ⁠⁠საპარტნიორო წინადადებების მომზადება;
•⁠  ⁠⁠პარტნიორებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარების გზები და ტექნიკები;

პრაქტიკული სამუშაო – შეთავაზებისა და სიტყვით გამოსვლის მომზადება

თეორია – დაფინანსება

•⁠  ⁠საქართველოში არსებული დაფინანსების წყაროები;
•⁠  ⁠⁠საქართველოში არსებული დაფინანსების მოდელები;
•⁠  ⁠⁠საერთაშორისო ფონდები და მათი სპეციფიკა.

თეორია – დოკუმენტაციების მომზადება

•⁠  ⁠კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების მომზადება;
•⁠  ⁠⁠გუნდური მუშაობის პრინციპების სწავლა;
•⁠  ⁠⁠მმართველობის ვერტიკალი;
•⁠  ⁠⁠ანგარიშგება და შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
•⁠  ⁠⁠პრობლემის შემოქმედებითი გადაჭრის გზები;
•⁠  ⁠⁠კრიზის გეგმების მომზადება.

პრაქტიკული სამუშაო – რეპორტინგი