ტექსტის წერის ხელოვნება

დასაწყისი:

9 ოქტომბერი

ხანგრძლივობა:

16 საათი, 8 ლექცია

განრიგი:

კვირაში ერთხელ, ოთხშაბათს: 19:00-21:00

ფასი:

600 ლარი

კურსის მიზანია დაინტერესებულ ადამიანებს შეასწავლოს მხატვრული ნაწარმოებების კლასიკური სტრუქტურა, გაარკვიოს იმაში, თუ როგორ იგება  სხვადასხვა ტიპის ტექსტები კომპოზიციურად, როგორ ხდება მუშაობა პერსონაჟების სახეების გამოკვეთასა და სიუჟეტის განვითარებაზე.

კურსის განმავლობაში მიმოხილვითი სახით საუბარი იქნება ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრებზე, მათ ძირითად მახასიათებლებზე, განვითარების მთავარ ხაზებზე.

პრაქტიკული სამუშაოების დროს ტრენერი შეეცდება ინდივიდუალურად იმუშავოს თითოეულ მსმენელთან იმ ჟანრის ტექსტებზე, რომელიც მას განსაკუთრებით აინტერესებს და დაახვეწინოს კომპოზიციურად და სტილურად კურსის მიმდინარეობისას შექმნილი ნაწარმოებები.

სერტიფიკატი

პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებულს გადაეცემა კეტტარი აკადემიის სერტიფიკატი

კურსზე რეგისტრაცია: