პროექტების მართვა შემოქმედებით ინდუსტრიებში

დასაწყისი:

11 ნოემბერი

ხანგრძლივობა:

3
თვე

განრიგი:

11 კვირა, 22 ლექცია

დრო:

ორშაბათი, ხუთშაბათი
19:00-22:00

ფასი:

1500 ლარი

პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია მოამზადოს სპეციალისტი, რომელიც შეძლებს შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროში  პროექტის წარმატებულად დაგეგმვას და წარმართვას, ექნება სათანადო ცოდნა და უნარები პროექტის პარტნიორებისა და დონორების მოსაძიებლად;  შეძლებს პროექტის წარმატებულად პოზიციონირებას  მარკეტინგული და საკომუნიკაციო ხერხებით.

  • პროექტის სტრუქტურის შედგენას;
  • პროექტის სამოქმედო გეგმისა და დროის გრაფიკის შექმნას;
  • პროექტის გუნდის შეკრებას და მართვას;
  • ბიუჯეტის შედგენას და რესურსების ეფექტურად გადანაწილებას;
  • რისკების შეფასებას და კრიზისული სიტუაციების მართვას.
  • მონიტორინგის გეგმის შედგენას;
  • საპარტნიორო წინადადებების  მომზადებას;
  • დაფინანსების წყაროების მოძიებას
  • ანგარიშების მომზადებას;
  • კრეატიული მარკეტინგისა და კომუნიკაციის მეთოდებს
  • შემოქმედებითი ინდუსტრიების როლს ეკონომიკაში

პროფესიული მომზადების პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელებს ექნებათ პროექტების შედგენის, პარტნიორებისა და დაფინანსების მოძიებისა და  პროექტის წარმართვის საჭირო ცოდნა და უნარები.

ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის, რომელიც პროგრამის გავლის შემდეგ მიიღებს ახალ პროფესიულ უნარებს და შეძლებს თავად მართოს პროექტები შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროში.

  • არქიტექტურა
  • დიზაინი და  მოდის ინდუსტრია
  • სახვითი ხელოვნება
  • კინო და ვიდეო
  • მუსიკა
  • კულტურული მემკვიდრეობა
  • ლიტერატურა და საგამომცემლო ინდუსტრია
  • მედია და მაუწყებლობა
  • რეკლამა
  • საშემსრულებლო ხელოვნება
  • ციფრული ტექნოლოგიების ინდუსტრია
  • სახელოვნებო განათლება
  • გასტრონომია და კულინარიული ინდუსტრია
  • რეწვა

პროგრამაზე რეგისტრაცია: