პერსონალური ბრენდინგი შემოქმედებით ინდუსტრიებში
ხანგრძლივობა:
18 საათი
6 ლექცია
განრიგი:
კვირაში ერთხელ:
19:00-22:00
კურსი მიზნად ისახავს შეასწავლოს კულტურის პროფესიონალებს მათი პერსონალური ბრენდის სტრატეგიის შექმნა, განვითარება და მართვა. კურსში პეროსნალური ბრენდი დანახულია, როგორც წარმატების და მდგრადი შედეგების მიღწევის აუცილებელი ინსტრუმენტი, რომელიც თანამედროვე სამყაროში კონკურენტუნარიანობის განსაკუთრებულ წინაპირობას წარმოადგენს.
ყოველი ადამიანი განუმეორებელია. მაგრამ ყველას თუ ესმის, რომ ეს გარემოება სახელის, წარმატების და შემოსავლის მომტანია. მით უფრო, ხელოვანი ადამიანიასთვის.
მსმენელები გაიცნობენ პერსონალური ბრენდის იდენტობისა და პოზიციონირების მახასიათებლებს, ასევე ბრენდის მართვის და განვითარების პრინციპებს. პრაქტიკულ დავალებებზე ორიენტირებული კურსი საშუალებას აძლევს სწორად განისაზღვროს პერსონალური ბრენდის ჩამოყალიბების ყველა ეტაპი. კურსი მთლიანად პრაქტიკულია, და მის დასასრულს ყველა მონაწილე წარმოადგენს საკუთარ ფასეულობებზე, პრიორიტეტებზე და ძლიერ მხარეებზე დაფუძნებულ ბრენდბუქს.
სერტიფიკატი
პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებულს გადაეცემა კეტტარი აკადემიის სერტიფიკატი