ვიდეო მონტაჟი
ხანგრძლივობა:
20 საათი, 10 ლექცია
განრიგი:
კვირაში ორჯერ: სამშაბათი-პარასკევი |
19:00-21:00
კურსის მიზანია, ვიდეო მონტაჟის ხელოვნების საფუძლების შესახებ თეორიული და პრაქტიკული პირველადი განათლების მიღება, რეპრეზენტაციული უნარების განვითარება აკადემიური პროფესიული საქმიანობიოსთვის.
კურსი მოიცავს მედია წარმოების სფეროში ვიდეო გამოსახულების, როგორც ვიზუალის, ასევე შინაარსის ანალიზსა და სამონტაჟო ხერხებით მართვა-რედაქტირებას სხვადასხვა კონტენტისთვის. ასევე პოსტ პროდაქშენისთვის აუცილებელ ტექნიკურ სწავლებას სამონტაჟო პროგრამა Adobe Premiere Pro-ში, სამონტაჟო თემების შინაარსობრივი და კლასიფიკაციური, ჟანრული, სტილისტური ნაირსახეობით განსაზღვრასა და ფორმირებას.
კურსი წარმოადგენს მრავალჟანრული (აუიდო-ვიზუალური მაგალითებით) პროდუქტის გარშემო არსებული სამონტაჟო უნარების, იდეების, გამოსახულებების, როგორც საკომუნიკაციო ,,საგნის’’ კონსტრუირებას, შემდგომში ამავე საგანზე მსჯელობის კომპლექსური დისკურსისთვის, რომელიც მიზნობრივად დაკავშირებულია გარკვეულ მხატვრულ თუ დოკუმენტურ თემასთან, სოციალურ აქტივობასა თუ საზოგადოებრივ ინსტიტუციებთან.
კურსდამთავრებული წარმოადგენს ჯგუფურ და ინდივიდუალურ პრაქტიკულ ნამუშევარს 0:10 წმ-დან 3:00 წთ-მდე.
მსმენელების კატეგორია – შემოქმედებითი, სხვადასხვა სოც.მედია კონტენტის შემქმნელი ადამიანები საშუალო და უმაღლესი განათლებით;
სწავლების ფორმა – პირისპირ და დაუსწრებელი კურსები.
მეთოდოლოგია – თეორია, აუდიო-ვიდეო პროდუქტი, პრაქტიკული სამუშაოები, დისკუსია, ონლაინ კონსულტაცია
ლექცია 1
გაცნობა – 2სთ
აუდიო-ვიზუალური ხელოვნების სფეროში მონტაჟის ისტორიული საფუძვლების მოკლე მიმოხილვა. დარგის ტექნიკური ლინგვისტიკა და პოსტ პროდუქციული კომუნიკაციისთვის მომზადება.
პრაქტიკული სამუშაო: კურსის წევრების ინდივიდუალური ნამუშევრების გაცნობა- მომავლის გეგმების ერთობლივი განხილვა და ურთიერთშეფასების კრიტერიუმებზე შეთანხმება.
ლექცია 2
აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნება – 2სთ
ვიზუალური კომუნიკაცის საფუძვლები, განვითარების ეტაპები, ტიპები, ჟანრული კლასიფიკაცია, ინფორმაციული ტენდენციები და ვიზუალური მედიის ზოგადი ფსიქოლოგია.
ლექცია 3
ვიდეო მონტაჟის კლასიფიკაციური ტიპები – 2სთ
კომერციული და არაკომერციული, კინო და სატელევიოზიო, სოციალური მედია კონტენტისთვის წარმოებული პროდუქტის ტიპების განხილვა. მობილური (სმარტფონი) ეპოქა მონტაჟში მაგალითების საფუძველზე. მსჯელობა და ანალიზი. პროდაქშენი; საავტორო კინო, ტელე, სარეკლამო, მუსიკალური და მობილური პროდუქციის შინაარსობრივი დეფინიციების განხილვა. სამონტაჟო ტექნიკისა და აქსესუარების დანიშნულება, აპლიკაციები: Adobe Premiere Pro, DaVinci Resolve, Avid Media Composer, Final Cut Pro მოკლე მიმოხილვა.
ლექცია 4
Adobe Premiere Pro. – 2სთ
სამონტაჟო პროგრამის ინტერფეისის გაცნობა, სამუშაო პანელების მომზადება, პირველადი აუცილებელი მართვის ნიშნების, ძირითადი მექანიზმებისა და ფუნქციური ხელსაწყოების შესწავლა სამონტაჟო პრაქტიკისთვის.
ლექცია 5
სამუშაო პროექტის მომზადება Adobe Premiere Pro-ში – 2სთ
ფაილების (ფოტო-ვიდეო) სელექცია და სამუშაო ფორმატად გარდაქმნა (კონვერტაცია), იმპორტირება, პირველი საცდელი პრაქტიკული სამუშაოს მოსინჯვა გავლილი კურსის საფუძველზე: PR პროექტის შექმნიდან ტექნიკური სელექციის ჩათვლითა და შენახვის წესების გათვალისწინებით.
ლექცია 6
DSLR ფორმატი და რეზოლუცია – 2სთ
სამონტაჟო აუდიო-ვიზუალური ფორმატებისა და რეზოლუციების ძირითადი მახასიათებლების განხილვა, მათი გამოყენება პრაქტიკაში სამუშაო მაგალითების სახით.
ლექცია 7
ვიზუალური რედაქტირება – 2სთ
ფერის კორექცია, გამოსახულების მასკირება და მასში ტექნიკური ცვლილების შეტანა, ეფექტის, მათ შორის ტრანზიტორების ვარიაციების განხილვა, ტიტრის, როგორც ინკლუზიური ფორმის ტექნიკური და შინაარსობრივი მორგება გამოსახულებასთან.
ლექცია 8
აუდიო რიგი და მუსიკა – 2სთ
ძირითადი ხმის ტექნიკური სპეციფკაციების განხილვა, თანრიგი. ე.წ ,,ინტერშუმის,’’ მუსიკის ან აუდიო ეფექტის დიფერენცირება და ინტერაცია ვიზუალთან. წინასწარ განსაზღვრული სამუშაო პროდუქტისთვის აუდიო დიზაინის შექმნა.
აუდიო პროექტის OMF ექსპორტი პოსტ პროდაქშენისთვის.
ლექცია 9
პრაქტიკული დავალება 01 – 2სთ
მსმენელებთან, მოკლე მეტრაჟიანი (30წმ) წინასწარ განსაზღვრული ვიდეო პროდუქტის მონტაჟი. სინქრონული ტექნიკური კონსულტაცია, პროექტის ექსპორტი და ფორმატირება. დასრულებული მასალის განხილვა.
ლექცია 10
პრაქტიკული დავალება 02 – 2სთ
თავისუფალი თემის შერჩევა კინო, ტელე და სოც.მედიის ნებისმიერი კონტენტისთის შეუზღუდავი ქრონომეტრაჟით. ამბის თხრობის დრამატურგიული წესებით თანრიგის განსაზღვრა მონტაჟის ლიმიტირებულ სამუშაო დროში. დასრულებული მასალის ანალიტიკური განხილვა ტექნიკურ-შინარსობრივ ნაწილში.
კურსის ფარგლებში სტუდენტებმა უნდა იქონიონ ლეპ ტოპები და ჩაიწერონ შემდეგი პროგრამები:
- Adobe Premiere Pro 2023
- ეფექტის ე.წ. პლაგინები Red Giant-ის პაკეტი
- Red Giant Magic Bulet Suite 2023
- Red Giant Universe 2023
- Red Giant VFX Suite 2023
- Trapcode Suite 2023
- Transition Pac
- Premiere Pro Transition Pack v.1
- AtomX Packs Collection 2023
პირველი ლექცია ტარდება ადგილზე. მომავალი 9 ლექცია წარიმართება ონლაინ.
პროგრამების გამოყენება დაიწყება მეორე ლექციიდან.
სერტიფიკატი
პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებულს გადაეცემა კეტტარი აკადემიის სერტიფიკატი