ბიზნეს გეგმები შემოქმედებით ინდუსტრიებში

დასაწყისი:

19 მაისი

ხანგრძლივობა:

28 საათი

განრიგი:

ორშაბათი და პარასკევი
19:30-21:30

ფასი:

850 ლარი

კურსის მიზანი – მსმენელები გაეცნონ ბიზნესის გარემოს, ბაზარს და მასზე მოქმედ აქტორებს. კურსი უნდა იქცეს ერთგვარ გზამკვლევად, რომლის მეშვეობითაც მსმენელები შეძლებენ პირველი ნაბიჯების გადადგმას ბიზნესში. როგორ შეიძლება თეორიულად განხილული საკითხების პრაქტიკაში განხორციელება. მსმენელებს შეექმნათ წარმოდგენა ბიზნეს გეგმაზე. გაიაზრონ რა არის ბიზნეს გეგმა, ვინ შეიძლება იყოს ბიზნეს გეგმის მომხმარებელი, რა ნაწილებისგან შედგება და როგორ შეიძლება მომზადდეს იგი. მსმენელები გაეცნონ ბიზნეს გეგმის შემადგენელ კომპონენტებს, შეძლონ ბიზნესის, ბაზრის, მომხმარებლისა და კონკურენტების აღწერა. მსმენელები დაეუფლონ ფინანსური მოდელის მომზადების საშუალებებს, მის ანალიზს და ანალიზის შედეგად გადაწყვეტილების მიღების ტექნიკებს.

მსმენელების კატეგორია –

სწავლების ფორმა – საღამოს დასწრებით კურსები ჰიბრიდულ რეჟიმში

მეთოდოლოგია – თეორია, პრაქტიკული სამუშაოები, დისკუსია

ტრენერი – მინდია გაფრინდაშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებული. 2011 წლიდან დღემდე მოწვეული ლექტორი თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში. აკადემიური საქმიანობის გარდა, აქვს კერძო სექტორში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება. ფინანსურ დირექტორად მუშაობის გამოცდილება, როგორც მსხვილ ქართულ ბიზნეს ჯგუფებში, ასევე საერთაშორისო საინვესტიციო პროექტებში.

 

სილაბუსი

ლექცია 1

ბიზნეს გეგმა. ბიზნეს გეგმის მომხმარებლები – 2სთ

ლექცია 2

Business Stakeholders. ბიზნეს გეგმის შემადგენელი ნაწილები და სტრუქტურა – 2სთ

ლექცია 3

ბიზნეს იდეის პრეზენტაცია – 2სთ

ლექცია 4

მარკეტინგის კონცეფცია. საჭიროება, მოთხოვნილება, მოთხოვნა – 2სთ

ლექცია 5

მარკეტინგული მიქსი და შემადგენელი კომპონენტები – 2სთ

ლექცია 6

ბაზარი, მისი აღწერა, შეფასევა და ანალიზი. ბაზრის სეგმენტაცია, მისი დანიშნულება და გამოყენება. ბაზარზე შესვლის ბარიერები – 2სთ

ლექცია 7

მოხმარებლის აღწერა. მიზნობრივი ბაზრის შერჩევა – 2 სთ

ლექცია 8

ბიზნეს გეგმის შუალედური პრეზენტაცია – 2 სთ

ლექცია 9

კომპანიის ფინანსური მართვა და მისი შემადგენელი კომპონენტები. გადასახადების არსი და სახეები – 2სთ

ლექცია 10

ფინანსური მოდელი. მოგება-ზარალის ანგარიშგება. გაუნაწილებელი მოგების ვლილების ანგარიშგება – 2სთ

ლექცია 11

ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება. საბალანსო ანგარიშგება. კავშირი ფინანსურ ანგარიშგებებს შორის – 2სთ

ლექცია 12

ფინანსური ანალიზის ელემენტები. ნულოვანი მოგების წერტილის კონცეფცია – 2სთ

ლექცია 13

პროექტის მომგებიანობის შეფასების ინსტრუმენტები. IRR და NPV ანალიზი – 2სთ

ლექცია 14

ბიზნეს გეგმის საბოლოო პრეზენტაცია – 2სთ

 

სერტიფიკატი

პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებულს გადაეცემა კეტტარი აკადემიის სერტიფიკატი

კურსზე რეგისტრაცია: