კულტურული მემკვიდრეობა და ინფრასტრუქტურული პროექტები
კეტტარი აკადემიამ საზოგადოებას აქტუალური კურსი „ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში„ შესთავაზა. აღსანიშნავია, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კურსია აკადემიის პრაქტიკაში, რადგან მიმართულია რეალური პრობლემატიკის დასაძლევად სათანადო ცოდნის მიღებაზე.
საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 30% კულტურული მემკვიდრეობის დავცავ ზონაშია მოქცეული, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.
თბილისის ცენტრალური უბნების შენობების დიდ ნაწილს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, ისევე როგორც მცხეთის, ბათუმის და სხვა ქალაქების ისტორიულ ნაწილებს. აღნიშნული ზონებში თუ ძეგლის სტატუსის მქონე ათასობით შენობაში ცხოვრობს მოსახლეობა, ფუნქციონირებს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო, ბიზნესის, საგანმანათლებლო და კულტურული ინსტიტუციები. ქვეყანაში ურბანული განვითარების აქტიურ ფაზაში როგორც კერძო სექტორი, ასევე ფიზიკური პირები სხვადასხვა პროექტის დაგეგმვის პროცესში აწყდებიან სირთულეებსა და წინაღობებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან და მათ დამცავ ზონებთან მიმართებაში.
სწორედ არსებული სირთულეების გადალახვასა და ოპტიმალური გამოსავლის მოძიებას ისახავდა მიზნად კურსი, რომელსაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, თეა ონიანი კითხულობდა, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის შემუშავებაში.
ექვსი ლექცია საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა, მათ შორის ისეთი საკითხებით, როგორებიცაა: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და არქეოლოგიური ობიექტების დაცვა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და აქეოლოგიური სამუშაოების ნებართვა, სამართალდარღვევები კულტურული მემკვიდრეობის სფეროში და მათზე რეაგირების მექანიზმები და აშ.
თავად სტუდენტების აზრით, სალექციო კურსმა მათ მოლოდინს გადააჭარბა.
ქეთევან სვანიძე: კეტტარი აკადემიას პროფესიული ზრდის მიზნით მივმართე და საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა კურსმა. გავიღრმავე ცოდნა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კუთხით. უდიდესი გამოცდილება მომცა ქალბატონ თეა ონიანთან ურთიერთობამ. ვიცი, რომ გავლილი კურსი დამეხმარება პროფესიულ განვითარებაში.
კონსტანტინე ბელაშვილი: პირველ რიგში მაინტერესებდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაოების ჩატარების რა სტანდარტი არსებობდა, პრობლემა იდეაში იყო ის გავრცელებული აზრი რომ ყველა ერიდება და პრობლემად მიიჩნევს ამ კატეგორიის შენობებზე შეხებას. შესაშლებლობა მომეცა დავრწმუნებულიყავი, რომ სწორი მიდგომით და დამოკიდებულებით სამუშაოების დაგეგვმა და წარმოება შესაძლებელია
შოთა ძაგნიძე: კეტტარი აკადემიის შესახებ არაფერი ვიცოდი, ახლა ვიცი თუ როგორი თბილები და მახვილგონივრულები ხართ.აკადემიაში ცოდნასთან ერტად ბევრი მეგობარი შევიძინე, დამეუფლა სიძლიერის განცდა და მომავლის უფრო დიდი იმედი შესწავლილი სწავლებით. კურსმა თვალი ამიხილა ყველანაირად დამანახა ამ თემის ძირეულობა და საფუძვლიანად მიდგომის უნარი მასწავლა.
გიორგი კობახიძე: უღრემესი მადლობა, რომ ფაქტობრივად პირველებმა მოახერხეთ სასერტიფიკატო კურსის ორგანიზება აღნიშნულ საკითხებზე რომელიც ფართო ან დეტალური კვლევის საგანი არასდროს ყოფილა. ასევე, მნიშვნელოვანია გამორჩეულად გულწრფელი ადამიანების გაცნობა, რომლებიც პრიორიტეტულად თვლიან ბიზნესის კეთების პარალელურად უშუალოდ პირადად იცნობდნენ კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ ნორმატიულ აქტებსა და რეგულაციებს.

