ინტელექტუალური საკუთრება და მისი მონეტიზაცია შემოქმედებით ინდუსტრიებში

დასაწყისი:

….
….

ხანგრძლივობა:

54 საათი
18 ლექცია

განრიგი:

კვირაში ორჯერ:
19:00-22:00

ფასი:

1200 ლარი

პროგრამის მიზანია მოამზადოს სპეციალისტი, რომელიც შეძლებს შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროში შექმნილი ინტელექტუალური საკუთრების უფლების მართვას, რაც მოიცავს ინტელექტუალური საქმიანობის შედეგის სასიცოცხლო ციკლის მართვას, მათ შორის მისი სამართლებრივ დაცვის და ეკონომიკური სარგებლიანობის გამოყენებას.

პროგრამის დასრულების შედეგად მსმენელები მიიღებენ ინტელექტუალური საკუთრების სფეროში პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელ თეორიულ ცოდნას, პრაქტიკულ უნარებსა და პროფესიულ კომპეტენციებს.

მსმენელები შეძლებენ ინტელექტუალური საკუთრების არსის განსაზღვრას, ინტელექტუალური საკუთრების უფლების რეგისტრაციას, ინტელექტუალური საკუთრების უფლების სასიცოცხლო ციკლის მართვას და ინტელექტუალური საკუთრების უფლების მონეტიზაციის ხერხების პრაქტიკულს გამოყენებას შემოქმედებით ინდუსტრიებში, რითაც ხელს შეუწყობენ ინტელექტუალური საკუთრების სამართლებრივი დაცვასა და სამოქალაქო მიმოქცევაში ჩაშვებას.

მსმენელებს მიეცემათ პრაქტიკული სამუშაოები დამოუკიდებელი მუშაობისთვის (სააუდიტორიო მეცადინეობებს მიღმა), რომლის ანალიზი სადისკუსიო ფორმატში განხორციელდება ლექციების მსვლელობისას.

პრაქტიკული სამუშაოების საფუძველზე პროგრამის ფარგლებში მოხდება შემოქმედებით ინდუსტრიებში ინტელექტუალური საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტების მომზადება.

პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელებს ექნებათ ინტელექტუალური სხვადასხვა ტიპის საკუთრების რეგისტრაციის და რეგისტრაციის შემდგომი სასიცოცხლო ციკლის მართვისათვის საჭირო ცოდნა და უნარები.

სერტიფიკატი

პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებულს გადაეცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატს

პროგრამაზე რეგისტრაცია: