ელენე ბიბილეიშვილი

ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი

“დღეს ციფრული მარკეტინგი და ზოგადად, მონაცემებზე დაყრდნობით მიღებული მარკეტინგული გადაწყვეტილებები ნებისმიერი ბიზნესის წარმატების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია” – ელენე ბიბილეიშვილი, აშშ-ს ბაზარზე დაფუძნებული საერთაშორისო კომპანიის “Hapttic”-ის აღმასრულებელი დირექტორი და #1 ქართული ციფრული მარკეტინგული პლატფორმის “Ad Summit”-ის დამფუძნებელი.

ბავშვობის გატაცება, რეკლამებისადმი გამორჩეული ინტერესი და ტექნოლოგიებისადმი სიყვარული ელენე ბიბილეიშვილის პროფესიის ინსპირაციად იქცა – სკოლის დასრულების შემდეგ მარკეტინგის სფეროში შეაბიჯა და მას შემდეგ არც ერთი დღე საყვარელი საქმის გარეშე არ გაუტარებია. დღეს ის საერთაშორისო განათლებით, 150-ზე მეტი ქართული და უცხოური პროექტით, ტრენერის საერთაშორისო ლიცენზიითა და ასეულობით გადამზადებული სტუდენტით სათავეში უდგას ამერიკულ კომპანია “Hapttic”-ს და საქართველოს ისტორიაში პირველ ციფრულ მარკეტინგულ პლატფორმას “Ad Summit”-ს.

დღეს ელენე ქართულ ბაზარზე ტექნიკური მარკეტინგის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელია. მისი გამოცდილება ციფრული მონაცემების დამუშავებასა და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით ანალიტიკური სისტემების გამართვას უკავშირდება, რასაც წლებია როგორც ლექტორი საავტორო სასწავლო პროგრამებით სხვადასხვა საგანამანათლებლო დაწესებულების კურსანტებსაც უზიარებს.