ხანგრძლივობა:
6 ლექცია
12 საათი
განრიგი:
ორშაბათი-ხუთშაბათი 19:30-21:30
კურსის მიზანი – დიზაინ მენეჯმენტი უკვე ჩამოყალიბებულია ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად სამშენებლო და დეველოპერულ ინდუსტრიაში. ის უზრუნველყოფს პროექტის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესის სწორ, თანმიმდევრულ და ეფექტიან მართვას — განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მრავალფუნქციური შენობების შექმნას ეხება. კურსის მიზანია, დაეხმაროს პროექტის მენეჯერებს გააძლიერონ თავიანთი შესაძლებლობები არქიტექტურული, კონსტრუქციული, საინჟინრო და სხვა დისციპლინების ეფექტიან ინტეგრირებასა და კოორდინირებულ მართვაში. კურსი მოამზადებს პროფესიონალებს იმგვარად, რომ მათ შეძლონ სრულყოფილად დაგეგმონ და წარმართონ სამშენებლო პროექტისთვის აუცილებელი ყველა პროცედურა — კონცეფციიდან რეალიზაციამდე.
მსმენელების კატეგორია – კურსი განკუთვნილია არქიტექტორებისთვის, ინტერიერის დიზაინერებისთვის და მომიჯნავე პროფესიების წარმომადგენლებისთვის, რომელთაც სურთ მენეჯერული კომპეტენციების განვითარება და დიზაინ პროექტების ეფექტიანი მართვა
სწავლების ფორმა – საღამოს დასწრებით კურსები ჰიბრიდულ რეჟიმში
მეთოდოლოგია – თეორია, დისკუსია
ტრენერები
გვანცა ნადარეიშვილი – დიზაინ მენეჯერი, პროექტების მართვის კონსულტანტი. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის კურსდამთავრებული. მრავალწლიანი გამოცდილებით სხვადასხვა დეველოპერულ კომპანიებში პროექტების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.
სოფო პატარაია — პროდუქტის განვითარების ხელმძღვანელი, რომელსაც აქვს 12 წლიანი მუშაობის გამოცდილება დიზაინ მენეჯმენტსა და ინტერიერის დიზაინის სფეროში წამყვან დეველოპერულ კომპანიაში. არქიტექტურის მაგისტრის ხარისხი დაცული აქვს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში.
სილაბუსი
ლექცია 1
- რა არის პროექტი
- ვინ არის დიზაინ მენეჯერი
- პროექტის ტიპები და ფუნქციები
- პროექტის მართვის გამოწვევები
ლექცია 2
თეორია
-
- პროექტის არსი და იდეის ჩამოყალიბება
- სივრცის პოტენციალის შეფასება
- საპროექტო დავალება
- პროექტის გუნდი
- კომუნიკაციის არხები
პრაქტიკული სამუშაო
- Tas.ge- მუშაობის პრინციპის გავლა
ლექცია 3
თეორია
-
- წინა საპროექტო ეტაპები
- პროექტის კონცეპტუალური, სანებართვო და დეტალური დოკუმენტაცია
პრაქტიკული სამუშაო
- თითოეული ეტაპის განხილვა რეალური პროექტის მაგალითზე
ლექცია 4
თეორია
-
- პროექტის ბიუჯეტირება
- კომუნიკაცია და რეპორტინგი
ლექცია 5
თეორია
- ცვლილებების მართვა
- ფინალური დოკუმენტაცია
პრაქტიკული სამუშაო
- განხილვა და შედგენა ფინალური დოკუმენტაციის
ლექცია 6
თეორია
|
ლექტორები
გვანცა ნადარეიშვილი
სოფო პატარაია