ახალი სიტყვა ქართულ ტურისტულ ინდუსტრიაში: კულტურული მარშუტი – „ალტერნატიული ქუთაისი“

29 აგვისტო 2024

„ახალი სიტყვა ქართულ ტურისტულ ინდუსტრიაში“ ერთი შეხედვით შესაძლოა ხმამაღალ განცხადებად მოგეჩვენოთ. მითუმეტეს, როცა საუბარია მდიდარი ისტორიის მქონე ქუთაისზე, სადაც ანტიკური პერიოდიდან მე-20 საუკუნის მოდერნიზმამდე შეგიძლიათ, როგორც ტურისტმა  იმოგზაუროთ დროში.  მაგრამ აღნიშნული კულტურული მარშუტის შექმნისთვის საფუძვლის ჩაყრა ნამდვილად პირველად ხდება ლოკალურად -საქართველოში, თუმცა მსგავსი მარშუტები აპრობირებულია მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით დიდი ინტერესია აღმოსავლეთ ევროპის – პოსტ საბჭოთა ბანაკის ქვეყნების მიმართ.

პოსტ-საბჭოთა ხელოვნება, რომელიც 90-იანების ხელოვნების სახელითაა ცნობილი კვლევის თვალსაზრისით დღეს აქტუალურია თანამედროვე ხელოვნების მკვლევრებისთვის, როგორც დასავლეთში, ასევე ქართული თანამედროვე ხელოვნების ისტორიის ფურცლების შესავსებად. ამ მხრივ  ქუთაისი ნამდვილ საბადოს წარმოადგენს მისი უდიდესი პოტენციალით და 2024 წელს განხორციელებული პროექტი „ალტერნატიული ქუთაისი“ სწორედ ამ თემას მოიცავს.  პროექტი სწორედ ქუთაისის ისტორიის იმ პერიოდს ეხება, როცა სსრკ-ს დაშლის შემდეგ  გამოწვეული ეკონომიკური კოლაფსის შედეგად საქართველოს მთავარი ინდუსტრიული ცენტრი  – მისი ქარხნები და ფაბრიკები ჯართის საექსპორტო ბიზნესად იქცა. რასაც დაემატა თბილისში მიგრაცია და  უმუშევრობა. მძიმე სოციალურმა ფონმა, კი ბუნებრივად განაპირობა  ხელოვნებაში ახალი გამოხატვის ფორმებისა და ახალი სუბკულტურის აღმოცენება.

სპეციალისტთა ვიწრო წრისა და სახელოვნებო წრეებისთვის დღესდღეობით ცნობილია, რომ 90-იანებში ქუთაისი იქცა ალტერნატიული, ანდერგრაუნდული მუსიკის ცენტრად თბილისზე მეტად,  რაც კომპლექსურად მოიცავდა ალტერნატიულ მუსიკას, პოეზიას, ვიზუალურ ხელოვნებას, რაც ზოგადად  პანკ სუბკულტურასა და იდეოლოგიას განასახიერებდა. ეს იყო ახალგაზრდული, ალტერნატიული რეაქცია არსებულ სოციო-ეკონომიკური ლანდშაფტის მიმართ.

სწორედ ისტორიის ამ მონაკვეთის აღნიშნული პროცესის კვლევას, მულტიმედიური გამოფენისა და ტურისტული მარშუტტის ლოკაციების პრეზენტაციას მოიცავს პროექტი „ალტერნატიული ქუთაისი“, რომელიც დაფინანსდა ევროკავშირის მიერ  პროექტის EU4 Culture-ს ფარგლებში ფონდი კეტტარისა და ელქტრონავტის პარტნიორობით.

კეტტარი აკადემია, ფონდი კეტტარის საგანმანათლებლო მიმართულება იყო პროექტის პარტნიორი ტურისტული მარშუტის შემუშავებაში, რომელიც სამართავად გადაეცა  DMO იმერეთს –  იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციას.

კეტტარის აკადემიასთან  თანამშრომლობით შეიქმნა კულტურულ მარშუტზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამა, ადგილობრივი და საერთაშორისო ვიზიტორებისთვის, საერთაშორისო სახელოვნებო ინსტიტუციებთან მომავალი პარტნიორობისთვის.

 

რას წარმოადგენს თავად მარშუტი და როგორ შეირჩა ლოკაციაები:

პროექტის გუნდმა 8 თვვე იმუშავა კვლევაზე და აღნიშნელი პერიოდის აუდიო, ვიდეო და ფოტო დოკუმენტაციის, ასევე სხვა არტეფაქტების  მოძიებასა და შეგროვებაზე,   რომელიც გაფანტული იყო მთელ ქუთაისში 90-იანების ანდერგრაუნდ სცენის ხელოვანებთან თუ მაშინდელ მომხმარებლებთან. საბოლოოდ შექმნა საკმაოდ დიდი კოლექცია, რომელმაც  შესაძლებლობა მოგვცა ხელშესახები გაგვეხადა  ისტორიის ეს მონაკვეთი და შეგვექმნა მათგან კულტურული მემკვიდრეობის არტეფაქტები.

ტური სტარტს აიღებს მუდმივმომქმედი მულტიმედიური გამოფენიდან:

კოლექციისგან შევქმენით მულტიმედიური გამოფენა, ხოლო DMO Imereti-ის დახმარებით იგეგმება მუდმივმოქმედი საგამოფენო სივრცის მოწყობა,  საიდანაც სტარტს აიღებს ტურისტული მარშუტი.

ტურისტული მარშუტის ლოკაციების დასადგენად პროექტის კვლევის ფრაგლებში ვითანამშრომლეთ ქუთაისის 90-იანი წლების ანდერგრაუნდ სცენის მუსიკოსებთან და ხელოვანებთან. საბოლოოდ ამ ეტაპზე გამოვლენილი 5 ძირითადი  2 დამატებითი ლოკაცია, რაც მთლიანობაში ერთიან ჯაჭვს ქმნის პოსტ-ინდუსტრიული ქუთაისის ხელოვნების წარმოსაჩენად:

(1)მერაბ ქაჯაიას (პიკასოს) მინი მუზეუმი

მისამართი: ქუთაისი. რუსთაველის ქ. 6

მერაბ ქაჯაია (იგივე „პიკასო“) ქუთაისელი მხატვარი, მოქანდაკე, მუსიკოსია.

მისი პატარა ოთახი რუსთაველის N6 -ში წარმოადგენს მინი მუზეუმს, სადაც დაგხვდებათ უამრავი არტეფაქტი და მასპინძელი საინტერესო ისტორიებით, რომელიც  90-იანებს უკავშირდება:   90-იანებში მან  ქუთაისში ერთ-ერთი პირველი დამოუკიდებელი ტვ სტუდია დააარსა.  იყო ჯგუფ Snake’s Home –ის დრამერი. ამასთანავე ის ავტორია ქუთაისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათის – „პიკასოს ბიჭის“ ქანდაკებისა თეთრ ხიდზე.

(2) გოგა ჟორჟლაძის სახლი/ სტუდია

მისამართი:  ქუთაისი. ლესია უკრაინკას ქ. 5.

გოგა ჟორჯოლაძე 80-90-იანი წლების ქუთაისური ტალღის ვეტარანი მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, ხმის ინჟინერი, მხატვარი  და მულტიინსტრუმენტალისტია. მისი სახლის სტუდია 90-იანების ანდერგრაუნდ ხელოვნების ბევრ ისტორიას იტევს.  სწორედ გოგა ჟრჟლაძის  სახლის სტუდიაშია ჩაწერილი  ქუთაისური ალტერნატიული მუსიკის წარმომადგენლებისა და ჯგუფების ბევრი  ნამუშევარი.

(3) რადიო „ძველი ქალაქი“

მისამართი: ქუთაისი. გაპონოვის ქ. 30

რადიო „ძველი ქალაქი“ დასავლეთ საქართველოში პირველი დამოუკიდებელი FM რადიოა, რომელიც პოსტ-საბჭოთა პერიოდში – 1995 წელს შეიქმნა და დაარსების დღიდან პოპულარიზაციას უწევდა ანდერგაუნდ მუსიკას, ხოლო მისმა სამმა წამყვანმა 1996 წელს თავად დააარსეს პანკ-როკ ჯგუფი Bes History, რომელმაც იმ პერიოდში პოპულარობა მოიპოვა და 90-იანების ქუთაისური ახალი ტალღის ჯგუფებში გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა.

(4) „შავი პრიცის“ სტენსილი. (ავტორი : ლია უკლება. მხატვარი)

მისამართი: ქ. ქუთაისი. ბუხაიძის მე-2 მიკრო რაიონი. 29  და 30 კორპუსებს შორის.

ჰიპ-ჰოპ არტისტი „შავი პრინცი“ (აკაკი ბაბუნაშვილი 1971-2019) პოპულარული რეპერი, რომელმაც  90-იანებში ქუთაისურ ახალ ტალღას ფიპ-ჰოპ კულტურის ელემენტების მკაფიო კვალი დაამჩნია. 1995 წელს შექმნა ჯგუფი „ძებნილი“.

(5) მხატვარ ლია უკლებას სახელოსნო.

მისამართი: ქუთაისი. დავით აღმაშენებლის გამზირი 120

ლია უკლება ქუთაისელი მხატვარია. მისი სტენსილები  ქუთაისისა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცევა, მათ შორის გამორჩეულია 90-იანების ალტერნატიული ქუთაისის ლეგენდის – რეპერ „შავი პრინცის“ მასშტაბური სტენსილი.

მხატვრის სახელოსნოში საინტერესო გარემო და შთამბეჭდავი კონცეპტუალური ნამუშევრები დაგხვდებათ რომელთა უმეტესობა ქალთა უფლებების თემებზეა შექმნილი.

(6) Black Tomato Kutaisi /შავი პომიდორი ქუთაისი.

Black Tomato Kutaisi – ჰიპ ჰოსტელი გამორჩეულია ალტერნატიული კონცეფციით. ჰოსტელის უცხოელი სტუმრები მარშუტის „ალტერნატიული ქუთაისის“ პოტენციური მომხმარებლები არიან. Black Tomato Kutaisi-სთან პარტნიორობით ჰოსტელის ეზოში მარშუტის ფარგლებში თემატური საღამოებს შევთავაზაებთ: მაგ. მენიუს ქუთაისის ლეგენდარული  90-იანების მუსიკალური ჯგუფების სახელობითი კერძებითა და  კოქტეილებით, ისეთი, როგორებიცაა „აუტსაიდერი“,  “Best History” და სხვ..

(7) ჩიჩო. იგივე ლევან ბანძელაძეს სახლი-სტუდია.

ჩიჩო 90-იანების მე-2 ნახევრის ქუთაისური ალტერნატიული მუსიკის წარმომადგენელია. მის სახლში მოწყობილია ხმის ჩამწერი სტუდია, სადაც დაცულია ქუთაისური ანდერგრაუნდ მუსიკის მნიშვნელოვანი კოლექცია. ამასთანავე მისი სახლი/სტუდია შესაძლოა გამოყენებული იქნას აუდიო არტისტების რეზიდენციად.

ტური დასრულდება სტარტის აგილზე – მულტიდისციპლინარულ/საგანმანათლებლო სივრცეში (DMO Imereti), სადაც მარშუტის სტუმრები ნახავენ პროექტის კვლევის ფარგლებში შექმნილ დოკუმენტურ ფილმს ანდრეგრაუნდული ქუთაისის სცენის შესახებ  „ქუთაისური ტალღა – როცა ჩარხები გაჩუმდნენ“.

თეონა ჯაფარიძე

პროექტის “ალტერნატიული ქუთაისი” ავტორი და კურატორი