ეკატერინე გეგუჩაძე
ტექსტილის დიზაინერი, ა. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის ლექტორი.
საგანმანათლებლო საქმიანობის პარალელურად ეკატერინე გეგუჩაძე აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში: ITB Berlin 2023, 2020-2021 და 2022-2023 წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიის ინიციატივითა და UNESCO-ს თანამონაწილეობით პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებში: ტრადიციული ლურჯი სუფრა შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისათვის და სახელოსნოები რეგიონებში-შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისათვის, „ქსოვილის ახალი სიცოცხლე“ 2021, „კავკასიური ხალიჩა“ 2021, „შეიგრძენი თბილისი“ 2021, საგანმანათლებლო კურსები დევნილთათვის“ 2021, „ლურჯი სუფრის მოტივები“ 2019, „ორნამენტი მინაზე“ 2018, „ქსოვილები საქართველოდან“ 2017, „სუვენირები საქართველოდან“ 2014, საქართველოს კულტურის დღეები სტამბულში 2014 და ა.შ.
ეკატერინე გეგუჩაძის ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში საქართველოსა და საზღვარგარეთ.