ფოტოგრაფია

დასაწყისი:

12 ოქტომბერი

ხანგრძლივობა:

36 საათი,
12 ლექცია

განრიგი:

კვირაში ერთხელ, შაბათს
12:00-15:00

ფასი:

1200 ლარი

კურსი მიზნად ისახავს დაინტერესებულ პირებს პირველი ნაბიჯები გადაადგმვინოს პროფესიული ფოტოგრაფიისკენ. კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან ფოტოგრაფირების ტექნიკურ საშუალებებს და მათთან მუშაობას, მათ შორის ობიექტივების კლასიფიკაციას, ოპტიკის მახასიათებლებს და შესაძლებლობებს,

სიჩქარის გავლენას გამოსახულებაზე, დიაფრაგმის დანიშნულებს, დიაფრაგმის გავლენა გამოსახულებისა და სიმკვეთრის ხარისხზე. დეტალურად გაივლიან კომპოზიციის ძირითად ტიპებს და ელემენტებს. ოქროს კვეთის წესს ფოტოგრაფიაში. ცენტრზე ორიენტირებული კომპოზიციის მნიშვნელობასა და დიაგონალურ კომპოზიციას. რიტმს და ნეგატიური სივრცის მნიშვნელობას. სტუდენტები ასევე შეისწავლიან ხელოვნურ და ბუნებრივ განათებას, ფოტორედაქტირებას, ფერის კორექციას, პორტრეტის, პეიზაჟის, ქუჩის, ნივთების გადაღებას, დოკუმენტურ ფოტოგრაფიას.

კურსის ბოლოს სტუდენტები მოაწყობენ პირველ ჯგუფურ გამოფენას.

სერტიფიკატი

პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებულს გადაეცემა კეტტარი აკადემიის სერტიფიკატი

კურსზე რეგისტრაცია: