ვიდეო მონტაჟი

დასაწყისი:

15 ნოემბერი

ხანგრძლივობა:

20 საათი, 10 ლექცია

განრიგი:

კვირაში ორჯერ: სამშაბათი-პარასკევი |
19:00-21:00

ფასი:

600 ლარი

კურსის მიზანია, ვიდეო მონტაჟის ხელოვნების საფუძლების შესახებ თეორიული და პრაქტიკული პირველადი განათლების მიღება, რეპრეზენტაციული უნარების განვითარება აკადემიური პროფესიული საქმიანობისთვის.

კურსი მოიცავს მედია წარმოების სფეროში ვიდეო გამოსახულების, როგორც ვიზუალის, ასევე შინაარსის ანალიზსა და სამონტაჟო ხერხებით მართვა-რედაქტირებას სხვადასხვა კონტენტისთვის.

ასევე პოსტ პროდაქშენისთვის აუცილებელ ტექნიკურ სწავლებას სამონტაჟო პროგრამა Adobe Premiere Pro-ში, სამონტაჟო თემების შინაარსობრივი და კლასიფიკაციური, ჟანრული, სტილისტური ნაირსახეობით განსაზღვრასა და ფორმირებას.

კურსი წარმოადგენს მრავალჟანრული (აუიდო-ვიზუალური მაგალითებით) პროდუქტის გარშემო არსებული სამონტაჟო უნარების, იდეების, გამოსახულებების, როგორც საკომუნიკაციო ,,საგნის’’ კონსტრუირებას, შემდგომში ამავე საგანზე მსჯელობის კომპლექსური დისკურსისთვის, რომელიც მიზნობრივად დაკავშირებულია გარკვეულ მხატვრულ თუ დოკუმენტურ თემასთან, სოციალურ აქტივობასა თუ საზოგადოებრივ ინსტიტუციებთან.

კურსის ბოლოს სტუდენტები წარადგენენ ჯგუფურ და ინდივიდუალურ პრაქტიკულ ნამუშევარს 0:10 წმ-დან 3:00 წთ-მდე.

სერტიფიკატი

პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებულს გადაეცემა კეტტარი აკადემიის სერტიფიკატი

კურსზე რეგისტრაცია: