ჩვენ შესახებ

კეტარი აკადემია საინვესტიციო ფონდი კეტარის ქოლგის ქვეშ არსებული ერთ-ერთი მთავარი პლატფორმაა, რომელიც შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლებს და ამ სექტორში დასაქმების მსურველებს სპეციალიზებულ ტრენინგებსა და კურსებს სთავაზობს. კეტარი აკადემიის სასწავლო პროგრამა აგებულია ისეთი კრიტერიუმების გათვალისწინებით, როგორიცაა:

 

  • სასწავლო კურსის აქტუალურობა;
  • პრაქტიკულ სწავლებაზე აგებული მეთოდოლოგია:
  • სამართლებრივი შესაბამისობა: კურსის მასალების ორიგინალობა და საავტორო უფლებების დაცვა;
  • ლექტორის კომპეტენცია და უნარები;
  • მიზნობრივი აუდიტორიის ანალიზი.
0+
ჩატარებული ვორქშოპი
0+
სტუდენტი
0+
ლექტორი

კეტარი აკადემიის მიზანია შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროში მოღვაწე პრაქტიკოს პროფესიონალებთან ერთად შექმნას უნიკალური კურსები, რითაც შეძლებს კრეატიულ სფეროში არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას და შესაბამის საჭიროებებზე მორგებული სასწავლო პროგრამების შექმნას.

დღესდღეობით კეტარი აკადემია გარდა ტრენინგებისა და სასერტიფიკატო კურსებისა, აერთიანებს პროფესიული მომზადების პროგრამებსაც: პროექტების მართვა შემოქმედებით ინდუსტრიებში და ინტელექტუალური საკუთრება და მისი მონეტიზაცია შემოქმედებით ინდუსტრიებში