შოთა იათაშვილი
პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი და არტ-კრიტიკოსი.
ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატი 2005 წელს, წლის საუკეთესო პოეტური კრებულის ნომინაციაში. 8 პოეტური და მოთხრობების 3 კრებულის ავტორი.
მისი ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, რუსულ, რუმინულ, აზერბაიჯანულ, ჰოლანდიურ, პორტუგალიურ, უკრაინულ, ესტონურ, ლატვიურ და ალბანურ ენებზე.
მონაწილეობდა საერთაშორისო პოეტურ ფესტივალებში:
ORIENT-OCCIDENT (კურტ-დე არჯესი, რუმუნეთი, 2006),
EST-QUEST (დი, საფრანგეთი 2006),
Poetry International (როტერდამი, 2007),
V და VI პოეტური ბიენალე (მოსკოვი, 2007, 2009),
SOTZIA (ტალინი, 2008),
„პოეზიის დღეები“ (რიგა, 2008),
Киевские лавры (კიევი, 2009)
და სხვა.
ქართულად თარგმნა სიუზან სონტაგისა და ამერიკელი პოეტების შემოქმედება.
