პროფესიული მომზადების პროგრამის კურსდამთავრებულები
კეტტარი აკადემიის პროფესიული მომზადების პროგრამა „პროექტების მართვა შემოქმედებით ინდუსტრიებში“ დასრულდა. სტუდენტების თქმით, კურსი საინტერესო, შთამბეჭდავი და რაც მთავარია, შედეგზე ორიენტირებული აღმოჩნდა.
ლუკა ჯაფარიძე: კეტტარი აკადემიაზე არაფერი ვიცოდი, მოძიების შემდეგ კი გადავწყვიტე აქ მესწავლა. აკადემიაში გავიცანი საინტერესო ადამიანები, ვისწავლე პროექტის წერა და მიდგომები. ახლა უკვე, ბევრი იდეა, რომელიც ტვინში ტრიალებს, გადმოდის ფურცელზე. ფურცელზე გადატანა კი უკვე შედეგია.
თათია დემეტრაშვილი: მარკეტინგის და მენეჯმენტის სწავლისა და დიდი გამოცდილების მიღების შემდეგ, დავინტერესდი ხელოვნების სხვადასხვა დარგებით, მინდოდა ამ მხრივ განვითარება – მიმაჩნია, რომ დროული და სწორი კურსი შევარჩიე.
ალექსანდრე მეგრელიშვილი: საინტერესო სტუდენტებს შორის ინტერაქციის გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიონალი და გამოცდილი მენტორების ხედვების და გამოცდილების მოსმენა. ამ კურსზე სხვადასხვა „ფანჯრიდან“ დავინახე ბევრი რამ, როგორც ჩემი პროექტის, ასევე სხვა საქმეების ჭრილშიც.ვისწავლე უფრო ფრთხილად და სტრატეგიულად მოქმედება, დავიბრუნე თავდაჯერება.
ნინო გოგუა: ჩემი მოლოდინი იყო მიმეღო ზოგადი ცოდნა პროექტის მართვის შესახებ. თუ როგორ მოვამზადო, ჩამოვაყალიბო , შევადგინო და გავმართო სტრუქტურულად იდეა, რომელსაც ვაქცევ პროექტად . და ეს მოლოდინი გამართლდა. ძალიან ძვირფასი გახდა თბილი და უშუალო გარემო რომელიც დაგვახვედრეს არაჩვეულებრივმა პროფესიონალებმა.
ნინო გოგსაძე: კურსი დამეხმარა პროექტების მართვის პროცესის სისტემატიზაციაში, მიზნების დასახვაში და მათ განსახორციელებლად გადასადგმელი ნაბიჯების გააზრებაში. მივიღე თავდაჯერებულობა, რომ შემიძლია რთული ამოცანების შესრულება და პროექტების წარმატებით დასრულება. გამიჩნდა ახალი იდეები სამომავლო პროექტებისათვის, ასევე გადაიკვეთა ჩემი და რამდენიმე გუნდის წევრის აზრები, დავიწყეთ რამდენიმე პროექტზე ერთად მუშობა.
თინათინ ღოღობერიძე: კურსის განმავლობაში ყველაზე ღირებული და საინტერესო უნარი, რომელიც შევიძინე, იყო პროექტის იდეიდან სრულად განხორციელებამდე წერა და მართვა. გავიგე, როგორ უნდა შევქმნა პროექტის კონცეფცია, როგორ დავგეგმო მისი ეტაპები, როგორ მოვამზადო სტრუქტურირებული განაცხადი და როგორ დავწერო ეფექტური პროექტი, რომელიც დაფინანსების მოპოვებასა და წარმატებულ განხორციელებას უზრუნველყოფს.გარდა ამისა, კურსმა მასწავლა ბიუჯეტის დაგეგმვა, მიზნების და ამოცანების სწორად ფორმულირება, პარტნიორებთან და დაფინანსების წყაროებთან კომუნიკაციის სტრატეგიები, ასევე რისკების მართვის პრინციპები. ამ ცოდნით ახლა უკვე უფრო თავდაჯერებულად შემიძლია დავწერო და განვახორციელო შემოქმედებითი და სხვა ტიპის პროექტები.

