კადრით მოყოლილი ემოცია

26 მაისი 2024

Kettari აკადემიის ფოტოგრაფიის კურსის შესახებ სულ რაღაც სამი თვის წინ გავიგე. კარგი ფოტო, ჩემი საქმიანობიდან გამოდინარე ხშირად ინსპირაციის წყარო გამხდარა.მიზანი, ჩემი კურსით დაინტერესების ზუსტად ეს იდეა იყო. თუმცა, იქ მოხვედრის შემდეგ, ჩემი შეხედულებები თუ შესაძლებლობები რადიკალურად შეიცვალა. დღეს უკვე სხვა თვალით ვკითხულობ და აღვიქვავ, ჩემს თუ სხვის ნამუშევრებს. ვიცი, რომ შემიძლია უსიტყვოდ, კადრით გადმოვცე ჩემი სათქმელი.

პირველივე ლექციაზე, რომლესაც უძღვებოდა ფოტოგრაფი, თემურ კვირკველია, მივხვდი, რომ მოვხვდი პარალელურ სამყაროში. „ფოტო კიარ უნდა გადაიღო, არამედ უნდა შექმნა და რასაც ქმნი უნდა ყვებოდეს ისტორიას“. ეს იყო მისი პირველი სიტყვები. თითქოს ორი მარტივი ფრაზაა, რაც ჩაიშალა ბევრი ლექციის მანძილზე.

ლექციები იყო მრავალფეროვანი, რასაც ასევე ხელი შეუწყო განსხვავებული ინტერესებით შემდგარმა ჩვენმა ჯგუფმა. ვარჩევდი, ვიღებდით შენიშვნებს და მიღებულ ცოდნას შემდეგი დავალებისთვის ვითვალისწინებდით.

მახსოვს ბავშვობაში ჩემი მკვეთრი ინტერესი, როდესაც ფირზე გამოსახულ რთულად გასარჩევ სილუეტებს ვხედავდი. წარმოუდგენლად მეჩვენებოდა პროცესი, რომლითაც ისახებოდა ეს სილუეტები ქაღალდზე. Kettari აკადემიის ფოტოგრაფიის კურსზე ერთ-ერთი დაუვიწყარი ლექცია ფირის ლაბორატორიაში ჩატარდა, ლექციის დროს მოგვეცა საშუალება მონაწილეობა მიგვეღო თითოეულ ჩვენთაგანს ამ ჯადოსნურ პროცსში, რომელმაც ჩემში გააღრმავა ფოტოგრაფიის მიმართ დაუსრულებელი ინტერესი. კურსი დამეხმარა საკუთარი შესაძლებლობების და მომავალი ინტერესების დანახვაში.

Kettari აკადემიის, ფოტოგრაფ თემო კვირკველიას და ჩემი ჯგუფის სახით შევიძინე საერთო შემოქმედებითი ოჯახი.

 

ნინო თვალავაძე
კეტტარი აკადემიის კურსდამთავრებული