თურმე არასოდესაა გვიანი, საკუთარი ოცნებების ასრულება

14 აპრილი 2025

გიფიქრიათ, რა გრძნობაა, როცა დიდი ხნის ნაოცნებარი საქმის შედეგს ხედავთ? 

საოცარი!

 სწორედ ასეთი საოცარი გრძნობა მქონდა, როცა ჩემს ნაკეთობებს ვუყურებდი. კერამიკის ნივთები, რომლებიც მე თვითონ პირველად გამოვძერწე, მოვხატე,  მოვაჭიქურე და ღუმელში გამოსაწვავად დავტოვე, ახლა დაუჯერებლად ბზინავდა და ხასხასებდა. ასეთ ბედნიერი ბოლოს როდის ვიყავი, არც მახსოვს. უამრავ ფოტოს ვუღებდი და ვუგზავნიდი ყველას, ვისაც ჩემი ახალი გატაცება სასაცილოდ არ ჰყოფნიდა. 

როგორ მოვედი აქამდე?

ჩემი სამსახური მოულოდნელად, დროებით გაჩერდა. სრულად უსაქმოდ დავრჩი მე, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში დღეში 12 საათს გიჟური რეჟიმითა და ტემპით ვმუშობდი. ერთი კვირა ამ ტაიმაუტის გააზრებისთვის დამჭირდა. მერე კი ვიფიქრე, რომ ბავშვობის სურვილების ასრულების დრო დადგა. დავიწყე კერამიკის შემსწავლელი კურსებისა და ვორკშოპების მოძებნა. აღმოჩნდა, რომ თბილისში ასეთ უამრავი იყო. დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეებს ჰქონდათ გახსნილი. ბოლო წლებში ამ ქვეყნიდან საცხოვრებლად გადმოსვლის შედმეგ ბევრმა ბიზნესად სწორედ ეს საქმე აქცია. რამდენიმე გაკვეთლს, საკმაოდ სოლიდური თანხის სანაცვლოდ ბრმად დავესწარი, მაგრამ ეს ის არ იყო, რაც მინდოდა. ასე ძებნისას ვიპოვე კეტტარი აკადემიის კურსი. 

კეტტარი აკადემიას პირველად არ შევხვედრივარ. ჩემი სამსახურის განმავლობაში რამდენჯერმე მომიწია მათთან ურთიერთობა. მათი პროფესიონალიზმის მჯეროდა და არც მიფიქრია, ისე დავრეგისტრირდი. პირველივე შეხვედრაზე დავრწმუნდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ჩვენი გაკვეთლები „კომოდუსში“ ტარდებოდა. ორი არაჩვეულებრივი სპეციალისტი გოგონა მთელი გულით ცდილობდა, ყველაფერი გვესწავლა, რაც აუცილებელი იყო კერამიკის ნივთების დასამზადებლად. ამ არაჩვეულებრივ გარემოში ხუთი შეხვედრა ჩავატარეთ. ყოველი შეხვედრის დასრულების შემდეგ ველოდებოდი შემდეგ გაკვეთილს, რომ მენახა, რა გამოვიდა იმისგან, რაც გავაკეთე და კიდევ რისი სწავლა შეიძლებოდა. გავერკვიე თიხის სპეციფიკაში, ტრადიციული ქართული კერამიკის ნიუანსებში, ვისწავლე, რა მნიშვნელობა აქვს ამ საქმეში  ყველა დეტალს, რომ აქაც, როგორც ყველაფერში, რაც კარგად გინდა გამოგივიდეს, აუცილებელია საქმის სიყვარული და მონდომება.

 ახლა სულ სხვა თვალით ვუყურებ კერამიკოსების ნამუშევარს და რაც მთავარია, სულ სხვა თვალით ვუყურებ საკუთარ თავს. თურმე არასოდესაა გვიანი, საკუთარი ოცნებების ასრულება და ახალი საქმის დაწყება. ასეთ დროს კარგ ადამიანებთან ურთიერთობისას   ყველა შესაძლებელობის ზღვარი იხსნება და რაც გინდა, აუცილებლად გამოვა!

მადლობა კეტტარი აკადემიას ამ შესაძლებლობისთვის, მადლობა კომოდუსს ამ არაჩვეულებრივი შეხვედრებისთვის!

 

თეო გილიგაშვილი