თემო კვირკველია: ფოტოგრაფიას იგივე თავდადება სჭირდება, რაც ხელოვნების სხვა დარგებს

18 თებერვალი 2025

კეტტარი აკადემიაში ფოტოხელოვნების კურსი დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა ცხრა სტუდენტმა მიიღო და შემდეგ, მათი ნამუშევრების გამოფენაც კ,ი გაიმართა. როგორც კურსის ხელმძღვანელმა, თემო კვირკველიამ აღნიშნა, დღეს, ფოტოგრაფია ალბათ, ყველაზე მეტად შესწავლადი და ხელმისაწვდომი საშუალებაა.

 

 

დღეს ფოტოგრაფია მეტნაკლებად ხელმისაწვდომი მედიუმია ციფრული ტექნოლოგიების დახვეწის ხარჯზე. რა თქმა უნდა, ამ სფეროში არის საკმაოდ ძვირადღირებული ტექნიკაც, მაგრამ მოდი ასე ვთქვათ, თანამედროვე საშუალო კლასის კამერებიც კი სრულიად დამაკმაყოფილებელ ხარისხს იძლევიან, კომერციული საქმიანობისთვის თუ მხატვრული ნიმუშების შესაქმნელად. ასე რომ ფოტოგრაფია საქართველოში დღეს მზად არის თანამედროვე გამოწვევებისთვის.

 

– არის თუ არა ინტერესი ახალგაზრდებში და მათგან რამდენი არჩევს ფოტოგრაფიას პროფესიად?

 

ინტერესი რეალურად დიდია. დღეს ფოტოგრაფია მოდურიც არის და როგორც ზემოთ ვთქვი, ხელმისაწვდომიც. ფოტოგრაფია სოციალური მედიის და ონლაინ კომერციის განვითარებასთან ერთად უფრო მოთხოვნადი გახდა, როგორც სერვისი. ცარიელ ადგილზე გაჩნდა ვირტუალური სამყარო, რომელიც ითხოვს ახალ გამოსახულებებს. ეს კარგი შესაძლებლობაა ფოტოგრაფებისთვის და ვიდეოგრაფებისთვის.

 

როგორც ხელოვნების სფერო ფოტოგრაფია ალბათ ყველაზე მეტად შესწავლადი და ხელმისაწვდომი საშუალებაა თუნდაც მხატვრობასთან, მუსიკასთან შედარებით. ფოტოკამერა კარგი საშუალებაა გამოხატო სკუთარი თავი და შესაძლებლობები. თუმცა, მოდით ასე ვთქვათ, გამართული ფოტოს გადაღებას ათიდან რვა შეძლებს, მაგრამ ღირებული მხატვრული ნამუშევარის შექმნას ათასიდან ერთი. ყველასგან განსხვავებული სიტყვის თქმა აქ ყველაზე რთულია. ამიტომ ფოტოგრაფიასაც იგივე თავდავება სჭირდება რაც ხელოვნების სხვა დარგებს.

 

– რისი შანსი მისცა მსმენელებს კეტარი აკადემიამ თქვენი კურსით?

 

ვფიქრობ მინიმუმ იმას მივაღწიე, რომ მსმენელები კურსის შემდეგ მეტ ინფორმაციას  და სიამოვნებას იღებენ ფოტოგრაფიული იმიჯების თვალიერების დროს. შეძლო სხვისი გამოსახულების სწორად წაკითხვა პირველი ნაბიჯია შექმნა შენი საკუთარი. რეალურად კი, ამ კურსზე ფოტოგრაფიის როგორც პროფესიული არჩევანისთვის, ღირებული გაკვეთილები მიიღეს.

 

 

– როგორი გზებით უნდა მოხდეს შემოქმედებითი პროფესიების განვითარება?

 

დღევანდელ დღემდე პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ინფორმაციაზე წვდომა ყველადზე დიდი პრობლემა იყო. დღეს ამას ვერ მოვიმიზეზებთ. პირიქით “სქროლვის” ეპოქაში ინფორმაცია უსაზღვროდ ბევრია და შესაბამისად რთულდება გამორკვევა რა არის რეალურად ღირებული. დღევანდელი დღის გამოწვევაა ზედმეტს და უმნიშვნელოს უარი ვუთხრათ და ფოკუსი იმ ღირებულზე გავაკეთოთ რაც საყვარელ საქმიანობად შეიძლება იქცეს.მნიშვნელოვანია შემდეგი, რას დავუთმოთბთ ჩვენ  ძვირფას დროს. ამ მხრივ სწორად შერჩეული პროფესიონალების კურსები კარგი გზამკვლევი უნდა იყოს.