ეკატერინე მაზმიშვილი
ეკატერინე მაზმიშვილს ხელოვნებისა და არქიტექტურის ისტორიის მიმართულებით მაგისტრატურა დაცული აქვს აქვს პრაღის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში, ხოლო სადოქტორო Uniman Academy of Management-ში, (Grenoble).
სხვადასხვა წლებში ხელოვანს გავლილი აქვს არტ– მენეჯმენტის პრაქტიკისა და თეორიის კურსები ზალცბურგის არტ მენეჯმენტის აკადემიაში, ასევე, აშშ-ში, ბულგარეთსა და ბუდაპეშტში.
15 წელზე მეტი იყო მარჯანიშვილის თეატრის დირექტორი.
2009 წლიდან დღემდე გახლავთ „თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის“ დამფუძნებელი და დირექტორი.
2023 წლიდან დაინიშნა ახალი გახსნილი თეატრალური სივრცის “თეატრი სტუდია 42”-ის დირექტორად.