საშემსრულებლო ხელოვნების მენეჯმენტი
ხანგრძლივობა:
14 საათი
7 ლექცია
განრიგი:
კვირაში ერთხელ:
19:00-21:00
კურსი მოგცემთ სრულ ინფორმაციას საშემსრულებლო ხელოვნების მენეჯმენტზე და მოგამზადებთ ხელოვნებისა და კულტურის ინდუსტრიებში მუშაობის დასაწყებად. კურსი აერთიანებს დისციპლინურ გამოცდილებასა და ცოდნას მონაცემთა ანალიტიკაში, კრეატიულ აზროვნებაში, ბიზნესსა და სამართალში, იმ რთული გამოწვევების უკეთ გასაანალიზებლად, რომლებიც დღეს შემოქმედებითი ინდუსტრიის წინაშე დგას.
სტუდენტები შეისწავლიან საშემსრულებლო ხელოვნების ინდუსტრიას, მის მდიდარ და მრავალფეროვან ხელოვნების ობიექტებსა და ფესტივალებს. კურსის ფარგლლებში გექნებათ პროფესიონალებთან შეხვედრები და პრაქტიკული სესიები. თქვენ განავითარებთ თქვენს ცოდნას და უნარებს კულტურული და შემოქმედებითი ინსტიტუტების ხელმძღვანელობისთვის.
კურსის ბოლოს სტუდენტებს ექნებათ კარგად გააზრებული ცოდნა იმისა, თუ რა არის საშემსრულებლო ხელოვნების მენეჯმენტი; შეეძლებათ მიიღონ გადაწყვეტილებები იმის შესახებ, თუ სად უნდათ დადგეს ინდუსტრიაში და განავითარონ უნარები, რომლებიც დაეხმარება მათ პრაქტიკულად და შემოქმედებით აზროვნებაში; გაუძლოს სირთულეებს და იპოვო გადაწყვეტილებები; თქვენ გაეცნობით ხელოვნების მენეჯმენტის თანამედროვე კონცეფციებს და იმას, თუ რატომ გჭირდებათ მუდმივად შეაერთოთ მენეჯერული, ეკონომიკური და ესთეტიკური მიზნები.
კონკურენტულ კულტურულ და მხატვრულ გარემოში რეპუტაცია შენდება გამორჩეული იმიჯის შექმნით. თანამედროვე ხელოვნების მენეჯმენტი არ ცვლის მენეჯმენტის ტრადიციულ ფუნქციებს, მაგრამ ფოკუსირებულია უნარებზე, რომლებიც საჭიროა კონკრეტული მხატვრული მცდელობისთვის ხელსაყრელი კულტურული გარემოს ასაგებად, განვითარებისა და სტაბილიზაციისთვის.
სერტიფიკატი
პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებულს გადაეცემა კეტტარი აკადემიის სერტიფიკატი