მსოფლიო ღვინოები

დასაწყისი:

….
….

ხანგრძლივობა:

10 საათი
5 ლექცია

განრიგი:

კვირაში ერთხელ:
19:00-21:00

ფასი:

700 ლარი

ხარ ღვინის მოყვარული? გაინტერესებს უფრო კარგად ერკვეოდე ღვინის სხვადასხვა სტილისტიკაში? გინდა კარგად გაავარჯიშო გემოები და გახდე უფრო თავდაჯერებული ღვინის შეფასებისას? გასინჯო ბევრი მსოფლიო ღვინო და იპოვო საჭმლისა და ღვინის იდეალური წყვილები?
მაშინ გთავაზობთ უშუალო, ცოცხალ და სწავლაზე ორიენტირებულ ინტენსიურ კურსს „მსოფლიო ღვინოები“.
კურსს გაუძღვება WSET3 სერთიფიცირებული სომელიე თეონა თოხაძე.

კურსის განმავლობაში გვექნება აქტიური დისკუსიები და აზრთა გაცვლა. ყველა შეხვედრა ჩაივლის სხვადასხვა მსოფლიო და ქართული ღვინოების დეგუსტაციის თანხლებით.

კურსის მონაწილეები შეიძენენ საჭირო თეორიულ ცოდნას მსოფლიო და ქართული ღვინოების შესახებ. ეცოდინებათ როგორ გასინჯონ, ისაუბრონ და იფიქრონ ღვინოზე; ისწავლიან თეთრი და წითელი ღვინის, ცქრიალა და შემაგრებული ღვინოების დაყენების ტექნოლოგიასა და სტილისტიკას; ძველი მსოფლიო ღვინის ეტიკეტების წაკითხვას; სხვადასხვა შემთხვევებისა და ღონისძიებებისთვის ღვინოების სწორად შერჩევას; აღმოაჩენენ მსოფლიო ტრენდებს და ბევრ სხვა საინტერესო ისტორიას.

სერტიფიკატი

პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებულს გადაეცემა კეტტარი აკადემიის სერტიფიკატი

კურსზე რეგისტრაცია: