ხანგრძლივობა:
12 საათი
6 ლექცია
განრიგი:
ორშაბათი-ოთხშაბათი-პარასკევი 19:30-21:30
კურსის მიზანი – შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა კულტურული მემკვიდრეობა, განსაკუთრებით ფაქიზი სფერო, სპეციალური დამცავი მექაანიზმებითა და რეგულაციებით. საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 30% კულტურული მემკვიდრეობის დავცავ ზონაშია მოქცეული, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს 8000-მდე შენობას, მათ შორის 900-მდე ეროვნული კატეგორიის ძეგლია.
თბილისის ცენტრალური უბნების შენობების დიდ ნაწილს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, ისევე როგორც მცხეთის, ბათუმის და სხვა ქალაქების ისტორიულ ნაწილებს. აღნიშნული ზონებში თუ ძეგლის სტატუსის მქონე ათასობით შენობაში ცხოვრობს მოსახლეობა, ფუნქციონირებს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო, ბიზნესის, საგანმანათლებლო და კულტურული ინსტიტუციები. ქვეყანაში ურბანული განვითარების აქტიურ ფაზაში როგორც კერძო სექტორი, ასევე ფიზიკური პირები სხვადასხვა პროექტის დაგეგმვის პროცესში აწყდებიან სირთულეებსა და წინაღობებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან და მათ დამცავ ზონებთან მიმართებაში.
არსებული სირთულეების გადალახვასა და ოპტიმალური გამოსავლის მოძიებაში დაგეხმრებათ კეტტარი აკადემიის პრაქტიკული კურსი, რომელიც მიზნად ისახავს შეასწავლოს დაინტერესებულ პირებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაოების, არქეოლოგიური სამუშაოების, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში სამშენებლო სამუშაოების ჩატარების წესი და პირობები.
ლექცია 1
თეორია – კულტურული მემკვიდრეობის ცნება და სფეროს ინსტიტუციური მოწყობა
რა არის კულტურული მემკვიდრეობა;
რომელი ორგანოები ახორციელებენ კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო დაცვას და რა უფლება-მოვალეობები გააჩნიათ მათ;
რა ტიპის საქმიანობის დაგეგმვის/განხორციელებისათვისაა აუცილებელი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხების გათვალისწინება.
როგორ ხდება კულტურული მემკვიდრეობის აღრიცხვა და კლასიფიკაცია, ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭება და მოხსნა;
როგორ ხდება გამოვლენილი ან აღმოჩენილი კულტურული მემკვიდრეობის პირველადი (დროებითი) დაცვა;
პრაქტიკული სამუშაო – შემთხვევების განხილვა
ლექცია 2
თეორია – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და არქეოლოგიური ობიექტების დაცვა
რა არის ძეგლის დაცვის ძირითადი პრინციპი და რა სახის სამუშაოები შეიძლება ჩატარდეს მასზე;
არქეოლოგიური სამუშაოების სახეები და არქეოლოგიური გათხრების ჩატარების პირობა;
როგორია მსხვილმასშტაბიანი მიწის სამუშაოების განხორციელების აუცილებელი პირობები;
რა შემთხვევაში დაიშვება არქეოლოგიური ობიექტის აღება (დაშლა).
პრაქტიკული სამუშაო – პროექტის დოკუმენტაციის მომზადება
ლექცია 3
თეორია – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და აქეოლოგიური სამუშაოების ნებართვა
- ვის მიერ და რა სამართლებრივი საფუძვლით გაიცემა ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვები.
- ვის მიერ და სად უნდა მოხდეს განცხადების წარდგენა ნებართვის მისაღებად და რას უნდა შეიცავდეს იგი.
- რა არის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების პროექტი და რისგან უნდა შედგებოდეს იგი;
- გადაუდებელი აუცილებლობისას რა სახის სამუშაოები შეიძლება ჩატარდეს ძეგლზე და რისგან უნდა შედგებოდეს ამ სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია.
- რა ვადითა და რა პირობებით გაიცემა ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვა;
პრაქტიკული სამუშაო – პროექტის დოკუმენტაციის მომზადება
ლექცია 4
თეორია – კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები
- კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონის ცნება, ზონების სტრუქტურა და მათი დადგენის წესები;
- ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონები;
- განაშენიანების დაცვის ზონა;
- განაშენიანების რეგულირების ზონა;
- ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა;
- არქეოლოგიური დაცვის ზონა.
- კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შეთანხმებისა და სამშენებლო საქმიანობის განხორციელების წესი;
პრაქტიკული სამუშაო – პროექტის დოკუმენტაციის მომზადება
ლექცია 5
თეორია – სამართალდარღვევები კულტურული მემკვიდრეობის სფეროში და მათზე რეაგირების მექანიზმები;
- ძეგლის მესაკუთრის/კანონიერი მფლობელის პასუხსიმგებლობის საკითხები;
- ჯარიმები და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების სანებართვო პიროებების დარღვევის, ან სამუშაოების უნებართვოდ ჩატარების შემთხვევაში.
პრაქტიკული სამუშაო – პროექტის დოკუმენტაციის მომზადება
ლექცია 6
მსმენელების მიერ კუტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების, ან კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში განსახორციელებელი პროექტის აღწერილობის პრეზენტაციები.