ინტელექტუალური საკუთრება და მისი მონეტიზაცია შემოქმედებით ინდუსტრიებში

დასაწყისი:

12 ნოემბერი

ხანგრძლივობა:

2,5 თვე

განრიგი:

9 კვირა, 18 ლექცია

დრო:

სამშაბათი, პარასკევი | 19:00-22:00

ფასი:

1200 ლარი

პროგრამის მიზანია მოამზადოს სპეციალისტი, რომელიც შეძლებს შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროში შექმნილი ინტელექტუალური საკუთრების უფლების მართვას, რაც მოიცავს ინტელექტუალური საქმიანობის შედეგის სასიცოცხლო ციკლის მართვას, მათ შორის მისი სამართლებრივ დაცვის და ეკონომიკური სარგებლიანობის გამოყენებას.

  • ინტელექტუალური საკუთრების ძირითად პრინციპებს;
  • ინტელექტუალური საკუთრებაში მოქმედ ძირითად საერთაშორისო ორგანიზაციებს
  • ინტელექტუალური საკუთრების უფლების სასიცოცხლო ციკლის მართვას
  • ინტელექტუალური საკუთრების როლი ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ განვითარებაში
  • ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ეროვნულ ინსტრუმენტებს
  • ინტელექტუალური საკუთრების უფლების რეგისტრაცია
  • საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის სისტემებს
  • ინტელექტუალურ საკუთრებას ციფრულ ეკონომიკაში
  • ინტელექტუალური საკუთრების მონეტიზაციის ხერხებსა და საშუალებებს

პროფესიული მომზადების პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელებს ექნებათ ინტელექტუალური საკუთრების რეგისტრაციის და რეგისტრაციის შემდგომი სასიცოცხლო ციკლის მართვისათვის საჭირო ცოდნა და უნარები.

ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის, რომელიც პროგრამის გავლის შემდეგ მიიღებს ახალ პროფესიულ უნარებს და შეძლებს დაიცვას და მართოს შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროში შექმნილი შემოქმედებითი პროდუქტის ინტელექტუალური უფლებები.

  • არქიტექტურა
  • დიზაინი და  მოდის ინდუსტრია
  • სახვითი ხელოვნება
  • კინო და ვიდეო
  • მუსიკა
  • კულტურული მემკვიდრეობა
  • ლიტერატურა და საგამომცემლო ინდუსტრია
  • მედია და მაუწყებლობა
  • რეკლამა
  • საშემსრულებლო ხელოვნება
  • ციფრული ტექნოლოგიების ინდუსტრია
  • სახელოვნებო განათლება
  • გასტრონომია და კულინარიული ინდუსტრია
  • რეწვა

პროგრამაზე რეგისტრაცია: