შემოქმედებითი პროექტების მენეჯმენტი

დასაწყისი:

20 ივნისი

ხანგრძლივობა:

1 თვე
ჰიბრიდული ფორმატი

განრიგი:

სამშაბათი-პარასკევი, 19:30-21:30

ფასი:

500 ლარი

კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროში პროექტების განხორციელბისათვის და ეფექტურად მართვისათვის საჭირო ცოდნა და უნარები. მათ შორის, თუ როგორ უნდა განისაზღვროს პროექტის მიზნები და ამოცანები, პროექტის სამოქმედო გეგმისა და დროის გრაფიკის შექმნა; პროექტის გუნდის შეკრება და მართვა; ბიუჯეტის შედგენა და რესურსების ეფექტურად გადანაწილება;  რისკების შეფასება და კრიზისული სიტუაციების მართვა; მსმენელები ისწავლიან ადგილობრივ და საერთაშორისო დაფინანსების წყაროებს და მოდელებს, პრაქტიკულად იმუშავებენ საპროექტო განაცხადების მომზადებაზე.

კურსის ბოლოს მსმენელებს შეეძლებათ მათი იდეების პროექტის სტრუქტურაში მოქცევა და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.

მსმენელთა კატეგორია – შემოქმედი ადამიანები საშუალო ან უმაღლესი განათლებით, ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე, საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და ინტერნეტის ცოდნა.

სწავლების ფორმა – ჰიბრიდული ფორმატი

მეთოდოლოგია – თეორიული ლექციები, დისკურის, საშინაო დავალება, გუნდური მუშაობა

ლექცია 1 – 2სთ

თეორია – შესავალი კრეატიული პროექტების მენეჯმენტში

-პრობლემების იდენტიფიცირება

-პრობლემის მოგვარების გზების შემუშავება;

-პროექტის დაგეგმვა;

-პროექტის მიზნების და ამოცანების განსაზღვრა;

-პროექტის კონცეფციის შედგენა;

პრაქტიკული სამუშაო

პროექტის წინადადებების პრაქტიკული მომზადება (პრობლემის ფორმულირება, კონცეფცია, მიზანი, ამოცანები)

ლექცია 2 – 2 სთ

თეორია – პროექტის გუნდი

-დროის განრიგის/სამოქმედო გეგმის გაწერა;

-პროექტის გუნდის ფორმირება;

-პროექტის გუნდის წევრების უფლება-მოვალეობების განსაზღვრა;

პრაქტიკული სამუშაო

პროექტის სტრუქტურისა და სამუშაო აღწერილობების პრაქტიკული მომზადება

ლექცია 3 – 2სთ

თეორია – ბიუჯეტი

-ბიუჯეტის შედგენა და რისკების განსაზღვრა;

-ბაზრის კვლევა;

-რესურსების გადანაწილება.

პრაქტიკული სამუშაო
ინდივიდუალურად პროექტების ბიუჯეტზე მუშაობა

ლექცია 4 – 2სთ

თეორია – პროექტის პორტფოლიო 

-საპარტნიორო წინადადებების მომზადება;

-პარტნიორებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარების გზები და ტექნიკები

პრაქტიკული სამუშაო

ერთგვერდიანი წინადადებების მომზადება.

ერთწუთიანი გამოსვლების მომზადება.

ლექცია 5 – 2სთ

თეორია – დაფინანსების წყაროები

-საქართველოში არსებული დაფინანსების წყაროები

-საქართველოში არსებული დაფინანსების მოდელები

-საერთაშორისო ფონდები და მათი სპეციფიკა

პრაქტიკული სამუშაო
საერთაშორისო საპროექტო განაცხადის შევსება

ლექცია 6 – 2სთ

თეორია – პროექტის მართვა, რისკები

-კონტრაქტები და ხელშეკრულებების მომზადება;

-გუნდური მუშაობის პრინციპების სწავლა;

– მართველობის ვერტიკალი;

-ანგარიშგება და შესრულებული სამუშაოს კონტროლი;

-პრობლემების შემოქმედებითი  გადაჭრის გზები;

-კრიზის გეგმების მომზადება.

პრაქტიკული სამუშაო
ინდივიდუალური პროექტების განხილვა

პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებულს გადაეცემა კეტტარი აკადემიის სერტიფიკატი.

კურსზე რეგისტრაცია:

სილაბუსი

თეორია – შესავალი შემოქმედებითი პროექტების მენეჯმენტში

•⁠  ⁠პრობლემის იდენტიფიცირება;
•⁠  ⁠⁠პრობლემის მოგვარების გზების შემუშავება;
•⁠  ⁠⁠პროექტის დაგეგმვა;
•⁠  ⁠⁠მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა;
•⁠  ⁠კონცეფციის შედგენა;

პრაქტიკული სამუშაო – პროექტის შეთავაზების მომზადება

თეორია – პროექტის გუნდი

•⁠  ⁠დროის განრიგის/სამოქმედო გეგმის გაწერა;
•⁠  ⁠⁠გუნდის ფორმირება;
•⁠  ⁠⁠გუნდის წევრების უფლება-მოვალეობების განსაზღვრა;

პრაქტიკული სამუშაო – შემთხვევის განხილვა

თეორია – ბიუჯეტირება

•⁠  ⁠ბიუჯეტის შედგენა და რისკების განსაზღვრა;
•⁠  ⁠⁠ბაზრის კვლევა;
•⁠  ⁠⁠რესურსების გადანაწილება;

პრაქტიკული სამუშაო

თეორია – პარტნიორები

•⁠  ⁠პროექტის, წარმდგენი ორგანიზაციის/ფიზიკური პირის პორტფოლიოს შექმნა;
•⁠  ⁠⁠საპარტნიორო წინადადებების მომზადება;
•⁠  ⁠⁠პარტნიორებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარების გზები და ტექნიკები;

პრაქტიკული სამუშაო – შეთავაზებისა და სიტყვით გამოსვლის მომზადება

თეორია – დაფინანსება

•⁠  ⁠საქართველოში არსებული დაფინანსების წყაროები;
•⁠  ⁠⁠საქართველოში არსებული დაფინანსების მოდელები;
•⁠  ⁠⁠საერთაშორისო ფონდები და მათი სპეციფიკა.

თეორია – დოკუმენტაციების მომზადება

•⁠  ⁠კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების მომზადება;
•⁠  ⁠⁠გუნდური მუშაობის პრინციპების სწავლა;
•⁠  ⁠⁠მმართველობის ვერტიკალი;
•⁠  ⁠⁠ანგარიშგება და შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
•⁠  ⁠⁠პრობლემის შემოქმედებითი გადაჭრის გზები;
•⁠  ⁠⁠კრიზის გეგმების მომზადება.

პრაქტიკული სამუშაო – რეპორტინგი